Accentnews.ge
ჩარკვიანი სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს

ჩარკვიანი სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს

10/09/2021 08:48:32 პოლიტიკა

ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, „საერთო სახალხო მოძრაობა“, ჩვენ ქვეყანაში მშვიდობიანად უნდა დავაბრუნოთ ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, დანგრეული, ჩაბნელებული საქართველოდან შექმნა სახელმწიფო და დააყენა ფეხზე, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარქვიანმა ქვეყანაში არსებულ ვიტარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია. მაქვს ამის თქმის უფლება, როდესაც 3-მილიონიან საქართველოს დღეში 86 ადამიანი უკვდება, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა, არ არსებობს ჯანდაცვა, გაწვალებული არიან ექიმები. ეს პრაქტიკულად უდრის გენოციდს. ჩვენ სახელწიფო გვქონდა, სახელმწიფო არ გვაქვს მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში. გამომდინარე აქედან, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში, მე, თამარ ჩარკვიანი – მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანად დასაბრუნებლად ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე. როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად. ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანაა საქართველო, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ ნორმალური სამართლებრივი სისტემა. დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ის უნდა მობრუნდეს. მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი. მან ეს უკვე დაამტკიცა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩენებისთვის ქვეყანაში დაბრუნება დააანონსა, თუმცა ზუსტი დრო და მარშრუტი უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S