Accentnews.ge
"ცსკ–ის საბჭოში შემავალი 11 ორგანიზაცია ,,ოცნებასთან" მჭიდრო კავშირშია"

"ცსკ–ის საბჭოში შემავალი 11 ორგანიზაცია ,,ოცნებასთან" მჭიდრო კავშირშია"

10/09/2021 10:00:05 პოლიტიკა

ენმ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ,,ქართულ ოცნებას" ერთობლივ მოქმედებაში ადანაშაულებს. პარტიაში ამბობენ, რომ ,,ოცნებასთან" დაახლოებულმა პირებმა საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა, რომელმაც საარჩევნო დავები უნდა განიხილოს, მიკერძოეუბული ხალხით დააკომპლექტა. საუბარია სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და ბოლო 4 წლის განმავლობაში 4 მილიონზე მეტი აქვს მიღებული.

ლილე ლიპარტელიანის, ინფორმაციით, ცესკო-ს საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტებულია ,,ქართულ ოცნებასთან" ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციებით:.

"საკონსულტაციო ჯგუფმა განსაზღვრა ცესკო-ში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შემადგენლობა, საუბარია 11 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, თერთმეტივე პირდაპირ, ან ირიბად დაკავშირებულია ,,ქართულ ოცნებასთან" და ისეა, რომ ცესკო და ხელისუფლება ერთმანეთისგან აღარ განირჩევა" - ამბობს ლილე ლიპარტელიანი.

არასამთავრობო ორგანიზაციები წარდგენილ ბრალს უარყოფენ.

მსგავსი განცხადება გაკეთდა "ქართულ ოცნებაში" იმ განსხვავებით, რომ მმართველი გუნდი რიგ დამკვირვებელს ენმ–სთან კავშირში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S