Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძემ საარჩევნო რეკლამა პორნოსაიტზე განათავსა

ზურაბ ჯაფარიძემ საარჩევნო რეკლამა პორნოსაიტზე განათავსა

10/09/2021 10:15:53 პოლიტიკა

პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება" საარჩევნო რეკლამა პორნოსაიტ PornHub-ზე განათავსა.

მსგავსი რეკლამა ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებზეც ჰქონდა.

როგორც განიმარტა, მიზეზი ფინანსური მხარეა: პარტიაში ამბობენ, რომ სატელევიზიო რგოლებისთვის საკმარისი თანხა არ აქვთ, შესაბამისად, სხვა გზას მიმართავენ.

"მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანო ინფორმაცია, რომ ჩემი პარტის ნომრი 45–ია. "გირჩი" ორ ნაწილად გაიყო და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია. ამ მხრივ ყველაზე ხაჯეფექტური მარკეტინგული სვლაა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. პარტიები მილიონობით ლარს ხარჯავენ სარეკლამო ბანერებზე. ბანერი გუშინ საღამოს დავდე და დილისთვის 23 000–ზე მეტ ადამიანს ჰქონდა ნანახი და ეს სულ 3 დოლარი დაჯდა. ფინანსები არ გვაქს და გვირჩევნია, იაფი, მაგრამ ძალიან ეფექტური კამპანია ვაწარმოთ"– განმარტა ჯაფარიძემ.

საარჩევნო პოსტერიზე მსახიობი გივი სიხარულიძეცაა გამოსახული. როგორც გივი სიხარულიძე ამბობს, მან ამის შესახებ არ იცოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S