ფინანსთა მინისტრს ორი ახალი მოადგლე ჰყავს
10/09/2021 12:44:59 პოლიტიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფინანსთა მინისტრის მოადგილეებად სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი დაწინაურდნენ.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ეკატერინე გუნცაძე საჯარო ფინანსების მართვის სპეციალისტია. 2008 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროში. 2015 წლიდან ეკავა საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.
მირზა გელაშვილი პროფესიით ეკონომისტია. 2015 წლის დეკემბრიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. ამ დრომდე ეკავა მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა.


