გიორგი გახარია: „ვერ წარმომედგინა ის, რაც დღეს ხდება“
12/09/2021 12:47:10 პოლიტიკა
პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ არ ელოდა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ფასეულობებზე უარს იტყოდა.
ყოფილი პრემიერის თქმით, ის ელოდა, რომ მის მხარდამჭერებს შესაძლოა „გარკვეული დისკომფორტი“ შექმნოდათ, მაგრამ „ვერ წარმომედგინა ის, რაც დღეს ხდება. ის, რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მისი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ ზეწოლისა და მოსყიდვის არაერთი მცდელობა იყო.
„მე კარგის ნაწილიც ვიყავი და ცუდისაც. ბევრი რამე მომხდარა ჩვენს თავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, არ ვუშვებდი, რომ „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ფასეულობებზე უარს იტყოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


