ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს [ფოტო]
13/09/2021 07:16:27 პოლიტიკა
ფოთში ოპოზიციონერი მერობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უგულავა ავრცელებს.
გიგი უგულავას თქმით, მისი ბანერის დაზიანება გასაკვირი არაა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ასევე დააზიანეს ნაბადას მაჟორიტარის, ლაშა რუხაიას ბანერი.
მომხდარის გამო უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ოფისის წინ, სადაც ბანერი დააზიანეს, სათვალთვალო კამერაა.


