"შეთანხმება ანულირებულია, შესაბამისად, 5 კომიტეტის თავმჯდომარეებად ოპოზიციონერი დეპუტატების დანიშნვა ჩვენი გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული"
13/09/2021 08:39:21 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარეებად ოპოზიციონერი დეპუტატების დანიშნვის ინიციატივას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განიხილავს.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ასახული, რომელიც ამჟამად ანულირებულია და შესაბამისად, ამ ინიციატივის აღსრულება მმართველი გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
„იცით, რომ შეთანხმება ანულირებულია, თუმცა ანულირებასთან ერთად ვთქვით, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ და ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ ასეთი კონსულტაციები შედგება და იქ მიიღება ამ ყველაფერზე გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


