Accentnews.ge
"მზადდებოდა პროვოკაცია" – გახარია ნარკოტესტს გაივლის

"მზადდებოდა პროვოკაცია" – გახარია ნარკოტესტს გაივლის

13/09/2021 13:03:30 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ნარკოტესტის ჩაბარების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ექს–პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტს ჩააბარებს საერთაშორისო ლაბორატორიაში, „რომელიც არის უტყუარი და დროში ინახავს მონაცეებს“:

„პასუხი გვექნება ორ კვირაში და მონაცემები გახდება საჯარო“.

ამასთან, მან ნარკოტესტის კამპანიას "ჯანსაღი ცხოვრების ნიღაბქვეშ შემოჭრილი" უწოდა.

„ხდება სახელმწიფო მექანიზმის, სუს-ის პირველ რიგში მუშაობა და დალექვა რეგიონებში ინფორმაციას, თურმე გახარიას შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, პირდაპირ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ „ბოსების“ მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა. იმისთვის, რომ არავის მივცეთ სპეკულაციების შესაძლებლობა, ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორირიებში არ გავიკეთებ, არამედ გუნდთან თათბირის შემდეგ, დავკარგავთ ერთ მნიშვნელოვან დღეს და გავფრინდებით ევროპაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს“,– განაცხადა გახარიამ.

გახარიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპონენტებს დებატებისკენ.

ცნობისთვის: კამპანიის ავტორია მმართველი გუნის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. აღნიშნული მან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მოტივით განმარტა, თუმცა მსგავსი ტექსტი კალაძეც 2017 წელ – წინა თვითმმართველობის არჩევნებზე არ ჩაუბარებია. მას შემდეგ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან თემაზე კომენტარი რამდენჯერმე გაკეთდა გახარიაზე აქცენტით, რამაც გააჩინა ეჭვი ექს–პრემიერის წინააღმდეგ მაკომპრომატირებელი მასალების არსებობის ან გამოქვეყნებისთვის მზადების თაობაზე. გასული კვირის მიწურულს მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ყოველგვარი "ვადა იწურებოდა", მიუხედავად იმისა, რომ კანონი მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის გავლას არ ავალდებულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S