Accentnews.ge
გახარია კალაძეს და მელიას პირისპირ დებატებს სთავაზობს

გახარია კალაძეს და მელიას პირისპირ დებატებს სთავაზობს

13/09/2021 13:36:04 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ოპონენტებს „ქართული ოცნებიდან“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პირისპირ დებატებს სთავაზობს.

ყოფილი პრემიერი დებატებისთვის კონკრეტულ ტელეარხებსაც ასახელებს.

„მოდით, თქვენივე ტერიტორიაზე თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები, პირისპირ, ერთი-ერთზე, იმისთვის, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს შესაძლებლობა, მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი. როგორც ჩანს, როგორც მოვისმინე ბოლო გამოსვლებში, კახი კალაძეს გარკვეული დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერს დებატები პირისპირ, ერთი-ერთზე „იმედზე“, პარტიულ ტელევიზიაში და იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს“, - განაცხადა გახარიამ და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატს მიმართა - „ისევე, როგორც ნიკანორ მელიას მინდა შევთავაზო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიაზე, „მთავარ არხზე“ ერთი-ერთზე მოვაწყოთ დებატები“.

როგორც გიორგი გახარია ამბობს, დღეს არის 13 სექტემბერი, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო: „ივარჯიშეთ მეგობრებო, მოემზადეთ და მინდა გითხრათ, რომ მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დებატები ჩავატარო“.

11 სექტემბერს ტელეკომპანიებმა „ფორმულამ", „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „კავკასიამ" საჯაროდ მიიწვიეს დებატებზე თბილისის მერობის კანდიდატები (კალაძე, გახარია და მელია), რომლებიც, მათი განცხადებით, ბოლო გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ. კალაძემ ანიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S