Accentnews.ge
სსც: „ნამახვანის“ კონტრაქტის შეფასებაში მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული ფირმა ერთვება

სსც: „ნამახვანის“ კონტრაქტის შეფასებაში მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული ფირმა ერთვება

13/09/2021 18:34:43 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ნამახვანჰესის კონტრაქტის შესაფასებლად ახლადშერჩეული ფირმის ადგილობრივი კონსულტანტი მინისტრის პირველ მოადგილესთან დაკავშირებული კომპანიაა.

იუსტიციის სამინისტრომ 9 სექტემბერს დაადასტურა, რომ სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანია „ენკა რენუებლზს“ შორის გაფორმებული ნამახვანჰესის მშენებლობის კონტრაქტის შესწავლის მიზნით, საერთაშორისო კომპანია CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP, იგივე CMS გამოავლინა.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, აღნიშნული კომპანია შეირჩა სხვა მომსახურების კომპანიებისგან განსხვავებული, დაბალი ფასის გამო. სამინისტროს განმარტებით, კომპანიამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი და შეადაროს საერთაშორისო პრაქტიკას.

13 სექტემბერს კი „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც CMS-ის ადგილობრივი კონსულტანტი იუსტიციის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის სახელთან მჭიდროდ დაკავშირებული იურიდიული კომპანია MKD იქნება.

ორგანიზაციის განმარტებით, MKD-ის სრული სახელია „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“, სადაც იუსტიციის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა.

კერძოდ, სსც-ის თანახმად, ის იყო ორგანიზაციის იურისტი და პარტნიორი: „მინისტრის მოადგილე აღნიშნულ კომპანიაში 2005 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით (2019 წლიდან) იყო კომპანიის პარტნიორი“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ნამახვანის ხელშეკრულების შეფასებაში იმ იურიდიული კომპანიის ჩართვა, რომელთანაც იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თხუთმეტწლიანი პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს, უკიდურესად პრობლემურია და პრაქტიკულად არ ტოვებს პროცესისადმი ნდობის უმცირეს შანსსაც კი.

„თვეების განმავლობაში ნამახვანის ხელშეკრულება და მისი შინაარსი იყო უმწვავესი საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი და იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის სამინისტროს მაქსიმალურად სანდო და მიუკერძოებელი სუბიექტის ჩართულობა უზრუნველეყო, ხელშეკრულების შეფასებაში რთავს მინისტრის მოადგილესთან მჭიდროდ აფილირებულ კომპანიას, რითაც გარკვეულწილად, ადასტურებს იმასაც, რომ სამინისტრო, რომელიც თავად არის ნამახვანის ხელშეკრულებაზე კრიტიკული დასკვნის ავტორი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი კომპანიისგან მწვავე შეფასებას ელოდა და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნის თავიდან ასარიდებლად ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება მინისტრის პირველ მოადგილესთან დაახლოებულ იურიდიულ კომპანიას მიანდო“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S