Accentnews.ge
ღარიბაშვილი "სუს-ის ფაილებს" ეკლესიის წინააღმდეგ "ბინძურ პროვოკაციას" უწოდებს

ღარიბაშვილი "სუს-ის ფაილებს" ეკლესიის წინააღმდეგ "ბინძურ პროვოკაციას" უწოდებს

14/09/2021 08:23:55 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "სუს-ის ფაილებს"–ის გავრცელებას ეკლესიის წინააღმდეგ "ბინძურ პროვოკაციას" უწოდებს.

"ეს არის მორიგი, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც არის ქართველების მთავარი საფუძველთა საფუძველი, ჩვენი სარწმუნებობის და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვლდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებ"–ში, რომელიც მედიისთვის ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა, ღია ინტერნეტშსივრცეში აიტვირთა. მასში საუბარია სასულიერო პირების, ჟურნალისტების მიყურადებასა და ფარულ თვალთვალზე. ჩანაწერები თარიღდება 2014-2021 წლებით. რიგმა ფიგურანტებმა ჩანაწერების ავთენყურობა დაადასტურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S