
საქსტატი: 6 თვეში მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
15/09/2021 12:07:29 საზოგადოება
2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა. წინასწარი მაჩვენებლები დღეს, საქსტატმა გამოაქვეყნა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 25 821 ადამიანი გარდაიცვალა - ამ რიცხვში covid-ით გარდაცვლილებიც შედიან.
ამასთან, 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (717) და ქვემო ქართლში (195).
მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ბავშვი დედაქალაქში დაიბადა - 7 101, აჭარაში - 2 556; გურიაში - 521; იმერეთში 4 286, კახეთში - 1 822; მცხეთა-მთიანეთში - 506; რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში - 123; სამეგრელო და ზემო სვანეთში - 1 529 სამცხე-ჯავახეთში - 926; ქვემო ქართლში - 2 499 და შიდა ქართლში - 1 487.
რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, მაჩვენებლით აქაც თბილისი ლიდერობს, 7 776 გარდაცვლილით, აჭარაში პირველ 6 თვეში - 1 839 ადამიანი გარდაიცვალა; გურიაში - 930; იმერეთში - 4 286; კახეთში - 2 271; მცხეთა-მთიანეთში - 748; რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში - 377; სამეგრელო და ზემო სვანეთში - 2 501; სამცხე-ჯავახეთში - 970; ქვემო ქართლში - 2 304; შიდა ქართლში - 1 819.