Accentnews.ge
„ბილაინი“:  „ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას ვემიჯნებით“

„ბილაინი“:  „ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას ვემიჯნებით“

15/09/2021 13:09:36 საზოგადოება

„ბილაინი“ სიცრუეს უწოდებს განცხადებას, თითქოს კომპანია რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადაცემს აბონენტთა მონაცემებს და ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას ემიჯნება.

„ბილაინს“, როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერი, წამყვანი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე, დანერგილი აქვს აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები. აბონენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას, კომპანიაში არსებული შესაბამისი ნორმების გარდა, ასევე უზრუნველყოფს ბილაინში დანერგილი მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკით არსებულ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს. შესაბამისად, განცხადება თითქოს ბილაინი რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადაცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მით უმეტეს რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას. აბონენტთა მონაცემების დაცვა, ბილაინის, როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ - პრინციპია, რისთვისაც კოპმანია მნიშვენლოვან ხარჯსაც იღებს და ამის მაგალითია წელს, 15 ივნისს მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მონაცემთა დაცვის უახლესი ტექნოლოგიაა. ბილაინი ასევე არის GDPR -ის (General Data Protection Regulation) - ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა რეგულაციის ნორმების დანერგვის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლესი სტანდარტი კანონმდებლობით არ მოითხოვება“,– ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ბილაინმა“ თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას:

„ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეეზბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეეზბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S