Accentnews.ge
ღარიბაშვილი - დიპლომატების სავარაუდო მიყურადებაზე: "ძალიან ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს მოსმენის საშუალება"

ღარიბაშვილი - დიპლომატების სავარაუდო მიყურადებაზე: "ძალიან ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს მოსმენის საშუალება"

16/09/2021 11:29:53 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქვეყანაში შექმნილი აჟიოტაჟი“, რომელიც მისი შეფასებით, მხოლოდ არჩევნებზეა გათვლილი, ქვეყანას აზიანებს.

დამაზუსტებელ კითხვაზე, აზიანებს თუ არა ქვეყანას ის, რომ დიპლომატებს უსმენენ, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ ამის საშუალება ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს:

"ეს უნდა დადგინდეს, უნდა დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, უსმენდა თუ არა ა.შ. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ამის მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას".

მისივე თქმით, ქვეყანას სახელმწიფო უსაფრთხოების საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენს ლეგიტიმურ, კანონიერ მოსმენესას:

"ესაა ყველასთვის ცხადი და არავისთვის დაფარული არაა. მთელი მსოფლიო ასე იმართება. აქედან რა არის კანონიერი და რა არ არის... მაგიტომ ვთქვი, რომ ტყუილ-მართლი აღრეულია ერთმანეთში".

12 სექტემბერს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პორებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S