ევროპარლამენტარი – „სუს–ის ფაილებზე“: „დემოკრატიულ ქვეყანაში ჯაშუშობის ადგილი არ არის“
16/09/2021 17:18:44 პოლიტიკა
ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის.
ის იმედს იტოვებს, რომ სუს–ის ფაილებთან დაკავშრებით შესაბამისი ღონისძიებები გატარება.
„არ მინდა, ავთენტურობასთან დაკავშირებით სპეკულაციაში შევიდე, მაგრამ მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ჯაშუშობა, მოსმენა, იქნება ეს დიპლომატების, ოპოზიციის, სამღვდელოების, მართველი პარტის... არაა დემოკრატიული. დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლების შეაბამისი შტო გააანალიზებს ამ შემთხვევას, მონახავს იმ ადამიანებს, ვინც ჯაშუშობდა და შესაბამისი ღონისძიებები იქნება მიღებული. ჯაშუშობის ადგლი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა "ფორმულას" ეთერში.
12 სექტემბერს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.


