„იმედმა“ თქვა, რომ გახარიას ეთერს არ დავუთმობთ, რადგან ეჭვი გვაქვს შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღაც კავშირი ჰქონდესო - გუშინ თუ გუშინწინ მთელი სიუჟეტი დაუთმეს სააკაშვილს"
16/09/2021 18:46:14 პოლიტიკა
„იმედმა“ თქვა, რომ გახარიას ეთერს არ დავუთმობთ, იმიტომ რომ ეჭვი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდესო. გუშინ თუ გუშინწინ მთელი სიუჟეტი დაუთმეს მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმე ამ ქვეყანაში შეძლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხოს - ეს პარტია „საქართველოსთვის“ იქნება.
„ახლა მეც ასეთი შეკითხვა მაქვს: ტელეკომპანია „იმედმა“ თქვა, რომ გახარიას ეთერში არ მოვიწვევთ და ეთერს არ დავუთმობთო, იმიტომ რომ ეჭვი გვაქვს რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდესო. გუშინ თუ გუშინწინ ტელეკომპანია იმედმა მთელი სიუჟეტი დაუთმო მიხეილ სააკაშვილს და ამის შემდგომ საერთოდ რა მორალურ უფლებაზე საუბრობენ? რაც ახლა ხდება, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ვინმე ამ ქვეყანაში შეძლებს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხოს - ეს ვიქნებით ჩვენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


