Accentnews.ge
„კოკაინშიკი“ – კობახიძემ გახარია არაეთიკურად მოიხსენია

„კოკაინშიკი“ – კობახიძემ გახარია არაეთიკურად მოიხსენია

16/09/2021 19:02:35 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმდომარე ირაკლი კობახიძე ირიბი მინიშნებების შემდეგ ექს–პრემიერ გიორგი გახარიასთან მიმართებაში ღია ბრალდებაზე გადავიდა და ყოფილი თანაგუნდელი არაეთიკურად მოიხსენია: მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „კოკაინშიკი“ უწოდა.

„ეს პრობლემა, ჩვენი ინფორმაციით, მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში და ამიტომ ვერ ჩააბარა ტესტი. დანარჩენი, მოიტანოს ტესტი და დაამტკიცოს ის, რომ მას ეს პრობლემა არ აქვს. აქ მარტივად არის საქმე. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან მარტივად – კახა კალაძე გამოვიდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებისთვის და ეს კაცი უცებ აიჭრა, გაღიზიანდა, დაიბნა. მერე რომ გავარკვიეთ, მას ჰქონია სერიოზული პრობლემა. დრო გავიდა უკვე. კეთილი ენება და მოეტანა ტესტი. ავსტრიაში არა იქ ჩააბარა, მოეტანა ტესტი, ამას თავის ვადები აქვს, ახლა დაგვიანებულია. იმის გამო, რომ თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას, ერთი კვირაც ვერ მოითმინა, სწორედ ამის გამო გაუჭირდა ტესტის ჩაბარება. ეს ჭანჭიკი დღეს აქტუალური არ არის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან კვლავ უწოდა გახარიას ენმ–ის მოკავშირე:

„დღეს ჩვენ კონკურენცია გვაქვს იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისთანაც ეს არის ალიანსში. სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ 15 წუთი. ამაში ვგულისხმობ იმას, ვინც ვერ გაბედა ტესტის ჩაბარება, შემდეგ მას სოლიდარობა გამოუცხადა ნიკანორ მელიამ და მანაც აღარ ჩააბარა ტესტი, მიუხედევად იმისა, რომ იქამდე მზადყოფნა გამოცხადებული ჰქონდა. დღეს მთავარი თემა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რისი ერთი პატარა ჭანჭიკი არის ამ შემთხვევაში გახარია. იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ მთავარ პრობლემაზე, ვსაუბრობთ ვიღაც ჭანჭიკზე“.

შეგახსენებთ, რომ განსხვავებით 2017 წლისგან, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნარკოტესტი გაიარა და რომ „სუფთაა“ და იგივესკენ მოუწოდა მერობის დანარჩენ კანდიდატებსაც. აღნიშნულ თემაზე აქცენტი კალაძემ მოგვიანებით კიდევ რამდენჯერმე გააკეთა მისი თანაპარტილებების მსგავსად და კეთდებოდა ირიბი მინიშნებები გახარიას მისამართით. გაჩნდა მლოდნი, რომ „ქართულ ოცნებას“ მაკომპრომატირებელი დოკუმენტი აქვს, ან საარჩენოთ ფაბრკაციის შეთავაზებას გეგმავს საზოგადოებისთვის. ორიოდ დღის წინ გახარიამ განაცხადა, რომ ტესტს გაივლის, თუმცა ევროპაში, რადგან სამხარაულის ბიუროში პროვოკაცია იგეგმებოდა და ანალიზის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S