Accentnews.ge
პარლამენტში ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

პარლამენტში ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

17/09/2021 06:14:17 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული.

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა მელიამ თავად 2021 წლის 29 ივლისს მოითხოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომელიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად იყრის კენჭს, მიზეზად ის დაასახელა, რომ მთლიანად ერთვება საარჩევნო კამპანიასა და „უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“.

ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება დღემდე ორჯერ აქვს შეწყვეტილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S