Accentnews.ge
კომუნიკაციების კომისია: "იმედმა" "ევროპულ საქართველოს" და ენმ-ს კლიპების გაშვებაზე უარი კანონდარღვევით უთხრა

კომუნიკაციების კომისია: "იმედმა" "ევროპულ საქართველოს" და ენმ-ს კლიპების გაშვებაზე უარი კანონდარღვევით უთხრა

17/09/2021 10:33:33 პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტელეკომპანია "იმედმა" ოპოზიციურ პარტიებს "ევროპულ საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებაზე უარი კანონის საწინააღმდეგოდ, საარჩევნო კოდექსის დარღვევით უთხრა. ამ მიზეზით ტელეკომპანიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს.

"იმედის" არგუმენტები:

  • "ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. „ტელეიმედი“ აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეო-რგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, მისი შინაარსი კი არაეთიკური და არაკეთილსინდისიერია, რაც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია";
  • "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეო-რგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, აქეზებს და ახალისებს დანაშაულს, ასევე მიმართულია არეულობის და ანტისოციალური ქმედების გამოწვევისკენ".

"კომისიამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრებიდა მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება", - აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სასამართლომ გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია და მაუწყებელი 5000 ლარით დააჯარიმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S