Accentnews.ge
კომიტეტმა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

კომიტეტმა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

17/09/2021 11:10:29 პოლიტიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიეტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრ ნიკა მელიას მოთხოვნას, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე

„ეს საკითხი ჩვენი მხრიდან სრულიად დაცლილია რაიმე პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასეთი ტიპის განცხადებაზე რეაგირების ვადები. კომიტეტი სწორედ კანონის დაცვით განიხილავს აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანს ამ საკითხთან დაკავშირებულ დადგენილების პროექტს.

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა მელიამ თავად მოითხოვა 2021 წლის 29 ივლისს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომელიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად იყრის კენჭს, მიზეზად ის დაასახელა, რომ მთლიანად ერთვება საარჩევნო კამპანიასა და „უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S