Accentnews.ge
შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ - ევროკავშირი სუს-ის სავარაუდო ფარული ჩანაწერებზე

შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ - ევროკავშირი სუს-ის სავარაუდო ფარული ჩანაწერებზე

17/09/2021 12:26:50 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწის პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარულ ჩანაწერების შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდა.

რადიო თავისუფლებასთან თემის კომენტირებისას, ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა, სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშველოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარშოში არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს.

„ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში.

ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინცინდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით“,- განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S