Accentnews.ge
პრეზიდენტი "სუს–ის ფაილებზე" ომბუდსმენს და სახელმწიფო ინსპექტორს ესაუბრა

პრეზიდენტი "სუს–ის ფაილებზე" ომბუდსმენს და სახელმწიფო ინსპექტორს ესაუბრა

17/09/2021 13:16:40 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც სავარაუდოდ სუს–იდან გამოჟონილ მასალებზე საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, ამ თემაზე სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ორბელიანების სასახლეში შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორთან და ომბუდსმენთან ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S