„საქართველოსთვის":"მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრაზე შუქი ჩაუქვრეს"
17/09/2021 18:24:19 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ვატო გვაზავას მოსახლეობასთან შეხვედრაზე განათება გამოურთეს - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"შეხვედრა 16 სექტემბრის საღამოს, ოქროყანაში სპორტულ მოედანზე გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მას შემდეგ რაც პარტია „საქართველოსთვის" კანდიდატთან შესახვედრად დიდი რაოდენობის მოქალაქეები შეიკრიბენ, მოედნის განათება ყველასთვის მოულოდნელად გაითიშა. შეხვედრის დასრულების შემდგომ კი განათება აღდგა. ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ასეთი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა" - აცხადებენ პარტიაში.


