Accentnews.ge
"მთავრობის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან"

"მთავრობის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან"

17/09/2021 18:52:36 პოლიტიკა

ვუბრუნდები კითხვას, რატომ უსმენდა მთავრობა, თუ უსმენდა, საპატრიარქოს გარემოცვას; მე არ ვიცი, გასარკვევია, უსმენდა თუ არა რეალურად პატრიარქის გარემოცვას და რა მიზნით, მაგრამ მთავრობის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მათ შორის სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამაზე ალბათ ვთანხმდებით. ნებისმიერი მოქალაქე უნდა სთხოვდეს მთავრობას, რომ პატრიარქი იყოს დაცული და მისი გარემოცვა იყოს აბსოლუტურად სრული კონტროლის ქვეშ აყვანილი, რა თქმა უნდა, კანონიერად. მე სარწმუნო ცნობები და ინფორმაცია არ მაქვს, მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამ. ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი და მათ შორის ვხელმძღვანელობდი უსაფრთხოების სამსახურებს, ვიცი, ეს როგორ ხდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S