Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს

„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს

20/09/2021 08:29:28 პოლიტიკა

"ქართულმა ოხნებამ" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები გასაჯაროვა.

„ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3 %".

"პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

ქართული ოცნება 49,2%

ნაციონალური მოძრაობა 29,8%

საქართველოსთვის 4,1%

გირჩი - მეტი თავისუფლება 2,8%

ლელო 2,1%

პატრიოტთა ალიანსი 1,9%

მესამე ძალა 1,2%

მოქალაქეები 1,2%

ლეიბორისტული პარტია 1,1%

ევროპული საქართველო 1,1%

გირჩი 0,6%

სხვა პარტიები 4,9%

რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების" შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.

შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

ქართული ოცნება 24

ნაციონალური მოძრაობა 10

საქართველოსთვის 1

წარმოგიდგენთ ბათუმის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) 54.1%

გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) 30.6%

ირაკლი მიქელაძე (საქართველოსთვის) 4.6%

გიორგი ფუტკარაძე (გირჩი - მეტი თავისუფლება) 2.1%

ბონდო გუგულაძე (პატრიოტთა ალიანსი) 1.9%

კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 1.2%

სხვა კანდიდატები 5.5%

"როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S