Accentnews.ge
ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

21/09/2021 18:54:43 პოლიტიკა

თბილისის მერობის ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებულმა კანდიდატმა ნიკა მელიამ მერობის კანდიდატების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიმდნარე დებატები დატოვა, რომელშიც ყველა კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის, კახა კალაძე.

როგორც მელიამ განაცხადა, არ აპირებს ყოფნას "მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს":

"რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატში, რომელიც არანაირად არ იძლევა რეალური დებატების საშუალებას და მაყურებელი თავადაც დარწმუნდება ამაში. სიმართლეს გეტყვით, მოვედი პირველ რიგში იმისთვის, რომ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისთვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით მზისით და ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი [კახა კალაძე], უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი, კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელი ამას სჩადის. ყველამ იცით, დღეს რა გააკეთეს. ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს ქართველი ხალხის მიერ და ის დამარცხდება. ერთ სივრცეში მოძალადე, მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას". - განაცხადა მელიამ და სტუდია დატოვა.

მას კალაძემ მიმართა: "სულ კარგად ბრძანდებოდეთ. მიკროფონი დაგვიტოვე, მიკროფონი და ისე გადი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S