უგულავა აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ გოჭებს არიგებს

22-09-2021 00:06:51 პოლიტიკა

ფოთის მერობის ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანხმებული კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ გოჭებს არიგებს.

"ქართული ოცნება", არ გცხვენიათ? 40 ათასი ლარის გოჭი რამ შეგაკვეთინათ, მთელი სამეგრელოს გოჭები რომ გააჟლეტინეთ?!

ცნობისთვის: ფოთში 32 საარჩევნო უბანია, რაც ნიშნავს, რომ ერთ საარჩევნო უბანზე ფოთში "ოცნება" საშუალოდ 6 გოჭს არიგებს.

დანარჩენ საქართველოს მინდა, მივმართო. არ დაკმაყოფილდეთ კარტოფილით და ზეთით. გოჭზე ნაკლებს ხელი არ ახლოთ. უჭირთ და ყვავს კაკალი, ხოლო ბიძინას გოჭი გააგდებინეთ.

ჩემო ფოთელებო, გოჭით არჩეულ მერს კი რა ერქმევა თქვენც კარგად იცით",– წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები