Accentnews.ge
სააკაშვილი – ახალგაზრდებს: "ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და "ბანძუსტანის" თაობა იყოთ?"

სააკაშვილი – ახალგაზრდებს: "ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და "ბანძუსტანის" თაობა იყოთ?"

23/09/2021 07:42:54 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა მორიგი ვიდეო მიმართა გაავრცელა, რომლის ადრესატებიც ამჯერად საქართველოს ახალგაზრდები არიან.

სააკაშვილის თქმით, ის ვაშინგტონში სენატორებსა და კონგრესმენებს ხვდება, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოზე ლაპარაკი მობეზრდათ.

"გუშინ და დღეს დავდივარ ამერიკაში, სენატში ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი იძახის, ჩვენ მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი. არადა იმდენი ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა, "თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, თქვენ ხართ ყველაზე განსაკუთრებულებიო". ხალხო, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები, გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს სიამაყე ჩვენი ქვეყნის? ეს ხომ უცვლელი კატეგორიაა? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? - ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, სააკაშვილს. ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება, ქვეყანას სჭირდება თქვენი აქტიურობა ახლა, ქვეყანას სჭირდება თქვენი „დრაივი“. თქვენ უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის.

მე არაფრისკენ არ მოგიწოდებთ, ნაღდად არ ვაპირებ, ჭკუა გასწავლოთ იმიტომ, რომ ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი, უბრალოდ, იფიქრეთ იმაზე, რომ სიამაყე და განსაკუთრებულობა საქართველოს უნდა დაუბრუნოთ. აქ რომ ჩამოხვალთ, თავაწეულად უნდა იაროთ და არა ვიღაც „ჭ“ კლასის ქვეყანა ჩამოვიდა და ისევ რაღაცას წუწუნებს აქ, რაც ამ ბოლო ხანებში მესმის. აბა თქვენ იცით“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S