Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილი „პარკეტის პოლიტიკოსებად“ მოიხსენია

ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილი „პარკეტის პოლიტიკოსებად“ მოიხსენია

23/09/2021 12:46:30 პოლიტიკა

ენმ–ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილს „პარკეტის პოლიტიკოსები“ უწოდა. საქმე ეხება ევროკავშირის წარმომადგენლების ოფისთან ენმ–ისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეების დაპირისპირებას და პოლიტიკოსების მხრიდან ამ ინციდენტის შეფასებას.

„არ მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს სახელებით და გვარებით მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ „პარკეტის პოლიტიკოსებმა“, რომლებიც ქუჩაში ფაქტობრივად არ დადიან და ხალხს არ ხვდებიან, ასეთი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ. მელიას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. კობახიძეს თუ ვინმე დაუძახებს, რომ მოძალადეა, ეს პროვოცირება ვერ იქნება, რადგან ჩვენს აქტივისტს სახე გადაუხსნეს“,– განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე პროგნოზირებს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. ამ კონტექსტში მან ენმ–ისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს შორის მომხდარი დაპირისპირება ახსენა და ნიკა მელია გააკრიტიკა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დაპირისპირების ამ დონეზე გადავედით. ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე: მოძალადეები, ძალადობის წახალისება, მოწოდება ძალადობისკენ, მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ. მე არ მივესალმები ნიკა მელიას მხრიდან ასეთი ტიპის ნაბიჯებს. ეს არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც წულუკიანმა გვაჩვენა.[...] აგრესიის ზღვარზე ვართ ყველა, როდესაც ვუსმენთ უტიფარ განცხადებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა დავემსგავსოთ და გადავიდეთ სიძულვილზე, ზიზღზე, დაპირისპირებაზე. თუ მათ დავემსგავსებით, ამით ვერაფერს მოვიგებთ. ჩვენი იარაღია მშვიდ რეჟიმში, ცოდნით ვებრძოლოთ ამ ძალას და გავუშვათ ხელისუფლებიდან“,– განაცხადა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით 15:05 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S