Accentnews.ge
კობახიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

კობახიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

23/09/2021 13:12:37 პოლიტიკა

საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო დღეს ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო - ირაკლი კობახიძედღეს, 17:05 9

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

"მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმ სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინეს. ამ ფონზე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ მშვიდობიანი საარჩევნო გარემო უნდა უზრუნველვყოთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვის მიზნით პროვოკაციები იგეგმება და, მისი თქმით, "ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში".

"დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან ნაციონალური მოძრაობის გეგმა იდგა.

ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს, ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს.

სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს.

დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე,"- აცხადებს კობახიძე.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით 15:05 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S