Accentnews.ge
ნიკოლოზ სამხარაძე:"გასაკვირი არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამგვარად იქცევა, პარტიის წევრები მის მაგალითს მიჰყვებიან"

ნიკოლოზ სამხარაძე:"გასაკვირი არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამგვარად იქცევა, პარტიის წევრები მის მაგალითს მიჰყვებიან"

23/09/2021 13:41:34 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "გასაკვირი არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამგვარად იქცევა, პარტიის წევრები მის მაგალითს მიჰყვებიან".

ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ევროკავშირის საელჩო და აშშ-ის საელჩო დღევანდელ ფაქტს თავიანთ განცხადებებში მკაცრად დაგმობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი პროვოკაციებისა და ბანდიტური საქციელის ნათელი დემონსტრირება მთელ საქართველოში. გასაკვირი არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამგვარად იქცევა, პარტიის წევრები მის მაგალითს მიჰყვებიან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ევროკავშირის საელჩო და საქართველოში აშშ-ის საელჩო ამ ფაქტს თავიანთ განცხადებებში მკაცრად დაგმობენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით 15:05 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S