Accentnews.ge
სამნიძე – ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: "43%–იანი ბარიერი  დღის წესრიგშია"

სამნიძე – ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: "43%–იანი ბარიერი  დღის წესრიგშია"

23/09/2021 14:43:00 პოლიტიკა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ელჩებთან შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს 43%–იანი ბარიერი დღის წესრიგშია. საუბარია ბარიერზე, რომელსაც შარ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს და რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ანულირებულად გამოაცხადა.

„ძალადობრივი გარემო, დაპირისპირება, ზიზღი, სიძულვილი, დაშინება, არაერთი ანგარიში გამოქვეყნდა უკვე შუალედური, სადაც ფაქტებია მოყვანილი, როგორ აშანტაჟებენ ადამიანებს, როგორ უშვებენ სამსახურიდან, როგორ სჯიან იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ ან საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. ეს არის დაუშვებელი, ეს არაფერს კარგს არ მოუტანს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს. როდესაც ელჩები ხვდებიან ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იღებენ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენი პარტნიორები ამ ინფორმაციას მიაწოდებენ უკვე აქ არსებულ სადამკვირვებლო მისიებს და საკუთარი განცხადებითაც გამოეხმაურებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. 43%-იანი ბარიერი არის დღის წესრიგში, ამაზე ჩვენ ბევრი არ გვისაუბრია. ბევრ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან დახურული იყო შეხვედრა, მაგრამ 43% რომ დღის წესრიგშია, ამას მოწმობს პირველ რიგში, არა ის, რაზე ვსაუბრობთ ელჩებთან, არამედ რა განცხადებებს აკეთებს „ქართული ოცნება“. ყველა მისი განცხადება არის შიში, რომ ვერ მიიღებს 43%-ს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S