Accentnews.ge
სამადაშვილი: „ევროკავშირის ელჩი უსაფრთხოების თაობაზე შსს–სგან გარანტიების მიღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მიიღო!“

სამადაშვილი: „ევროკავშირის ელჩი უსაფრთხოების თაობაზე შსს–სგან გარანტიების მიღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მიიღო!“

23/09/2021 15:33:58 პოლიტიკა

დეპუტატ სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის დატოვება იმ მიზეზით შეაგვაინდათ, რომ ელჩი შს სამინისტროსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ცდილობდა, თუმცა მან ეს გარანტია ვერ მიიღო. ამდენად, პოლიტიკოსებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ გარანტია გაცემული ვერ იქნა.

„ევროაკავშრის ელჩის თხოვნა იყო, რომ არ დაგვეტოვებინა ტერიტორია, სანამ ის არ მიიღებდა გარანტიას სამართალდამცავი უწყებებიდან უსაფრთხოების თაობაზე და ევროკავშირის ელჩმა გარანტია ვერ მიიღო. მე ვმუშაობდი ლიბიაში, სადაც სამოქალაქო ომის პირობები იყო და შს სამინისტრო უბრალოდ არ არსებობდა. სწორედ იქ ვიყავი ასეთ ვითარებაში: იყო ტერორისტული თავდასხმის საფრთხე, ვიყავით უსაფრთხო ოთახში ჩაკეტილები და ვერ გამოვდოდით შენობიდან, რადგან ვერავინ უზრუნველყოფდა უცხოელი დიპლომატების უსაფრთხოებას. დღეს ჩემს სამშობლოში, სადაც 30 წელია, ვცდილობთ, სახლემწიფო შევქმნათ, იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიებს ვერ გასცემს“,– განაცხადა სამადაშვლმა „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახენებთ, რომ ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და ენმ–ის თავმჯდომარეები დაუპირსპირდნენ. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიემ ტერიორია დატოვა, ადგილზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ. იმ მომენტისთვის ოპოზიცონერი ლიდერები, მათ შორის, ნიკა მელია ევროკავშირის ოფისში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ადგილზე პოლიციაც გამოცხადდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ გაითვალისწინეს ირაკლი კობახიძის თხოვნა დშლის თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S