გახარია ამბობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმების უკან ივანიშვილს ხედავს
23/09/2021 17:36:50 პოლიტიკა
ექს–პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმების მიღმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ხედავს.
„რა თქმა უნდა, ვხედავ. ვხედავ მარტვი მიზეზის გამო: ბიძინა ივანიშვილმა რა „ონებაც“ დაგვიტოვა, სრულად მისი პასუხისმგებლობაა“,– ასე უპასუხა გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში ტელეწამყვანის კითხვს, ხედავს თუ არა ივანიშვილს მასზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების უან.
დამაზუსტებელ კითხვას, პროცესში ივანიშვილი ჩართულია? გახარიამ უპასუხა:
„რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის? არ მაინტერესებს. [...]ვიცი, რომ ეს მათ [“ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერების] გამბედაობას არ შეესაბამება “.


