კალაძემ ჟურნალისტები კობახიძესთან გადაამისამართა

24-09-2021 14:34:01 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტები მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გადაამისამართა. საქმე ეხება „იმედის“ ეთერში კობაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ იცის კონკრეტული ქალის ვინაობა, რომელმაც გიორგი გახარიას „კოკაინი გაასინჯა“. ჟურნალისტებმა კალაძეს კითხეს, რა იცის ამ საკითხის შესახებ და აყენებენ თუ არა მას უხერხულ მდგომარებაში?

„შეგიძლიათ, ირაკლის დეტალურად ჰკითხოთ, რა იცის ამასთან დაკავშირებით“,– უპასუხა კალაძემ.

ჟურნალისტებმა მას ფაქტის შეფასება სთხოვეს, არის თუ არა ჭორაობა კობახიძის მხრიდან საკითხზე ფაქტების გარეშე საუბარი. კალაძემ შეფსებას თავი ამგვარად აარიდა: „ირაკლის კითხეთ, დეტალურად მოგიყვებათ ყველაფრს“.

ცნობისთვის: 17 სექტმბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „კოკაინშიკი" უწოდა. „ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“.

18 სექტემბერს პარტიამ „საქართველოსთვის" გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გახარიას ექსპერტიზა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს ჩაუტარდა:

„ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი".

21 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატების გახარია დაინტერესდა ყოფილი თანაგუნდელის კახა კალაძის აზრით, იზიარებს თუ არა ის თანაპარტიელების ბრალდებებს, მათ შორის ნარკოდამოკიდებულების თაობაზე, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ „მე მგონი, არავიდ დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნაკომანია“. მოგვიანებით თემის კომენტირებისას კობახიძემ განაცხადა, რომ არათუ აბრალებ, ფაქტს კონსტანტირებს. მან თქვა ისიც, რომ გახარიას „კოკაინი“ ქალბატონმა გაასინჯა და „პრობლემები“ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ დაიწყო.

23 სექტემბერს გახარიამ თქვა, რომ არანაირ ნარკოტიკთან არასდროს ქონია შეხება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები