"ფლიდი ბოტკოველი ვითომდა იბრძვის მუნიციპალიტეტის მერობისა და თელაველების უკეთესი მომავლისთვის"

24-09-2021 14:48:37 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი ბენო გეგეჭკორი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს სამ ტყუილში ამხელს".

ამის შესახებ გეგეჭკორმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოტკოველის მეუღლე ხათუნა გალდავა წლებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში მაღალ საჯარო თანამდებობაზე მუშაობს, თუმცა ოპოზიციის კანდიდატი ყოველ ჯერზე მის დამარცხებას გაყალბებულ არჩევნებს უკავშირებს.

გეგეჭკორი ბოტკოველს მატყუარას უწოდებს და აცხადებს, რომ ის მალავს დიდ ქონებას, რომელიც მის სიმამრსა და მეუღლეზე არის რეგისტრირებული და ეს მათ მიერ დეკლარაციებში ასახული ინფორმაციითაც დასტურდება.

„მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის მეუღლე ხათუნა როზმარის ასული გალდავა წლებია მუშაობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში მაღალ საჯარო თანამდებობაზე, არაერთგზის დამარცხებული ბოტკოველი კი მუდმივად აბრალებს დამარცხებას გაყალბებულ არჩევნებს, მეუღლემ გაუყალბა არჩევნები?!

ფლიდი და მატყუარა ბოტკოველი ვითომდა იბრძვის მუნიციპალიტეტის მერობისა და თელაველების უკეთესი მომავლისთვის, სინამდვილეში არაფრით არ თმობს პარლამენტის მანდატს. ეს გაქნილი მატყუარა მალავს დიდძალ ქონებას, რომელიც გაფორმებული აქვს სიმამრზე - როზმარი გალდავაზეძალიან მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის შესახებ იცოდეს თელავის მოსახლეობამ, თელაველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე!”, - განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები