Accentnews.ge
ზალკალიანი – ევროკავშირთან ურთიერთობაზე: "პარტნიორებმა ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად უნდა უთხრან"

ზალკალიანი – ევროკავშირთან ურთიერთობაზე: "პარტნიორებმა ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად უნდა უთხრან"

27/09/2021 10:10:00 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა შესაბამის ფორმებშია და საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ის არ დაუზიანებია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ამა თუ იმ საკითხს...მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში გახლდით, იქიდან თვალს ვადევნებდი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ასევე [ევროკავშირის ელჩთან] კარლ ჰარცელთან მქონდა კომუნიკაცია. რადგან პარტნიორები ვართ, აუცილებელია, რომ ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად ვუთხრათ. როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია. როცა ეთანხმები, რა თქმა უნდა, ესეც აღსანიშნავია.

ისინიც აუცილებლად ადეკვატური უნდა იყვნენ მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ეს მხარე ამ შემთხვევაში არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას კარგად ხედავენ და დააფასებენ. ყველაფერი იქნება გამოხატული საბოლოო დასკვნაში, რომელიც დაიდება არჩევნების შემდეგ“, - განაცხდა დავით ზალკალიანმა.

23 სექტემბრებს ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინცინდენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ქცევის შესაფებას ევროკავშირის ელჩისგან კულტურის მინისტრი თეა წულუკინი მოითხოვდა.

„ჩვენ გვაინტერესებს როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რომ კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია “ქართულ ოცნებასთან”. აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა”,- განაცახდა თეა წულუკიანმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა კი, ელჩის განხდები შემდე აღნიშა, "წავიკითხე კარლ ჰარცელის განცხადება. სამწუხაროა, რომ მან არ დაგმო ნიკა მელიას პროვოკაცია, როგორც მე მივხვდი ამ განცხადებიდან".

ევროკავშირის ოფისის წინ განვითარებულ მოვლენებზე ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი 24 სექტემბერს საელჩომ გაავრცელა.

ელჩის თქმით. წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ შეაშფოთა. მან დაგმო ძალადობა და ასევე დასძინა, რომ მიესალმება დაპირიპირების შემდგომ ერთ–ერთი მხარის ბოდისა საზოგადოების წინაშე.

მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან 23 სექტემბერს მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S