Accentnews.ge
პარტიული რეიტინგები თბილისში Edison Research-ის კვლევის მიხედვით

პარტიული რეიტინგები თბილისში Edison Research-ის კვლევის მიხედვით

27/09/2021 18:00:09 პოლიტიკა

Edison Research-ის კვლევით, დღეს რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულ მოქალაქეთა 32% ხმას "ქართული ოცნებას" მისცემდა. კითხვაზე, დღეს რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 32%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 23%;
  • გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 12%;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება - 9%;
  • ლელო - 4%;
  • გირჩი - იაგო ხვიჩია - 4%;
  • დროა - 3%;
  • ანა დოლიძე - ხალხისთვის - 3%;
  • ლეიბორისტული პარტია - 3%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%;
  • მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 1%;
  • მოქალაქეები - 1%.
  • სხვა - 3%.

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S