Edison Research: რომელი პარტიის კანდიდატს უჭერენ მხარს მერის პოზიციაზე
27/09/2021 18:09:07 პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითული მოქალაქეების 43% თვითმმართველობის არჩევნებზე მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერდა. კითხვაზე, შენს ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნების კანდიდატი - 43%
- ოპოზიციის საერთო კანდიდატი - 39%
- გახარიას პარტია საქართველოსთვის კანდიდატი - 18%
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.


