Accentnews.ge
Edison-ის კვლევა: გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ

Edison-ის კვლევა: გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ

27/09/2021 18:43:00 პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

კითხვას - "თქვენი აზრით, ხდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან სასულიერო პირების პირადი ინფორმაციის მოსმენა, რათა შემდგომ ჩანაწერების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მოხდეს?" - 55% დადებითად პასუხობს, 45% კი ამ დებულებას არ ეთანხმება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა.

პირისპირი მეთოდით გამოიკითხა 1500 ადამიანი.

გამოიკითხნენ 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S