Accentnews.ge
სააკაშვილი: "ავიღე ბილეთი, შეხვედრამდე თბილისში"

სააკაშვილი: "ავიღე ბილეთი, შეხვედრამდე თბილისში"

27/09/2021 18:57:03 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გამოსამგზავრებლად ბილეთი უკვე აიღო.

"ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის...შეხვედრამდე საქართველოში - განაცხადა სააკაშვილმა და თვითმფრინავის ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.

ბილეთის მიხედვით, სააკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:05 საათზე უნდა ჩამოფრინდეს. ის კიევიდან დედასთან – გიული ალასანიასთან ერთად მოემგზავრება.

მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი უნდა გამოვიდეთ ქალაქების სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ მოპოვებული გამარჯვება".

"მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით, საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს არ გადარჩენა გადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა ნება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში",-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბეტრს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S