Accentnews.ge
"ედისონ რისერჩი“, იფსოსი“ და სხვა, ეს არის სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელები"

"ედისონ რისერჩი“, იფსოსი“ და სხვა, ეს არის სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელები"

28/09/2021 07:41:51 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ედისონ რისერჩი“, იფსოსი“ და სხვა, ეს არის სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელები".

მისი თქმით, ამ კვლევებს "რეალურად ლევან თარხნიშვილი ატარებს, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცესკოს თავმჯდომარე და არჩევნების მთავარი გამყალბებელი“ იყო:

"ნული სანდოობა აქვს ამ კვლევებს და ეს 7 არჩევნებში დადასტურდა. წინასწარ გამოქვეყნებული ეს კვლევები მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ მანიპულაციებით და ციფრებით მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრებები ჩამოუყალიბონ, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი კვლევა და შედეგი დაიდება 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს. ჩვენი მოსახლეობა, ბრძენი, გონიერი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. მომდევნო სამი წელი ქვეყანაში არჩევნები არ იქნება. ყველა უნდა დაემორჩილოს არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S