Accentnews.ge
წულუკიანი – სააკაშვილზე: "დედას ბუშტი გვიბრუნდება"

წულუკიანი – სააკაშვილზე: "დედას ბუშტი გვიბრუნდება"

28/09/2021 08:59:01 პოლიტიკა

"დედას ბუშტი გვიბრუნდება", – ასე ეხმიანება საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.

"იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ - ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი. ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია და ასევე, სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი, დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება", – განაცხადა წულუკიანმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S