"სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის მიღმაა მთავარი ამოცანა"
28/09/2021 10:24:40 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა-არჩასვლის საკითხი არ ცვლის ოპოზიციური პარტიების მთავარ ამოცანას.
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის და, ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამონაცა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ 2 ოქტომბრის არჩევნების გამოყენებით", – განაცხადა ბოკერიამ.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


