Accentnews.ge
"სააკაშვილს სრული უფლება აქვს, მშვიდობიანად დაბრუნდეს"

"სააკაშვილს სრული უფლება აქვს, მშვიდობიანად დაბრუნდეს"

28/09/2021 10:28:10 პოლიტიკა

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, საქართველოში მშვიდობიანად ჩამოვიდეს.

"მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ამ ქვეყნის ისტორიაში აქვს ძალიან დიდი წვლილი, აქვს სრული უფლება მშვიდობიანად მშობელთან ერთად, დედასთან ერთად დაბრუნდეს საქართველოში. ის პოლიტიკური საქმეები, რომელიც შეთითხნილია ქართული ოცნების მიერ, პოლიტიკურად დაკვეთილია რუსეთის ფედერაციის მიერ. რა თქმა უნდა, ვერ იქნება განმსაზღვრელი სააკაშვილის სტატუსის საქართველოში", - აღნიშნა დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S