Accentnews.ge
თაკო ჩარკვიანი ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს

თაკო ჩარკვიანი ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს

28/09/2021 13:45:38 პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა, ​აცხადებს, რომ მოძრაობის რომელიმე წარმომადგენლის დაზიანების შემთხვევაში პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “სისხლის სამართლის პასუხისგებას ვერ ასცდება".

“მე ვაგებ პასუხს, რომ არავინ გაინძრევა ამ მოძრაობიდან, მხოლოდ მშვიდობიანად მივიყვან აეროპორტამდე. მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ. ხოლო თქვენზე იქნება სისხლისღვრის პასუხისმგებლობა, თუ თქვენ გადაწყვეტთ სამოქალაქო ომს საქართველოში. თუ ვნახე, რომ მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირებთ თქვენს ბანდას, პირობას გაძლევთ, ციხეში ამოყოფთ თავს", –მიმართა ჩარკვიანმა ღარიბაშვილს “მთავარ არხის" ეთერიდან.

მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს, შეწყდეს მისი დევნა და დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S