ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თვითმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის
29/09/2021 07:31:51 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თვითმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ მან Twitter-ში პირად გვერდზე დაწერა.
"საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. უცილებელია არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად", - წერს ევროპარლამენტარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


