Accentnews.ge
ავსტრიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

ავსტრიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

29/09/2021 10:16:04 პოლიტიკა

ავსტრიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 1 ოქტომბრიდან, ავსტრიის რესპუბლიკის ყველა ფედერალურ მიწაზე ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები: დაწესებულებებში, სადაც საჭიროა 3G წესის დაცვა ანტიგენის ტესტით შესვლა აღარ იქნება შესაძლებელი. ასეთ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ პირები რომლებსაც აქვთ გაკეთებული პისიარ ტესტი (ბოლო 48 საათში), არიან აცრილები, ან გადატანილი აქვთ კოვიდი;

"ღამის გასტრონომიით (იგულისხმება ბარები და კლუბები) სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუს-გადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;​ღოინისძიებებზე, რომლებსაც ესწრება 500 ან მეტი ადამიანი, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუსგადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;

6-დან 12 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის, პისიარ ტესტის (ე.წ. Corona Testpass-ის) კვირაში ერთხელ გაკეთება საკმარისია სკოლაში შესასვლელად; სკოლის გარეთ აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პირებისთვის რეგულაცია უცვლელი რჩება (პისიარ ტესტი მოქმედებს 48 საათი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S