Accentnews.ge
"ვიღაც დედასთან ერთად იბრძვის, ვიღაც — მამასთან"

"ვიღაც დედასთან ერთად იბრძვის, ვიღაც — მამასთან"

29/09/2021 10:20:17 პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნების უფლება აქვს.

"ადამიანი მოდის აბსოლუტურად მშვიდობიანად, ზედმიწევნით მშვიდობიანად, საჯაროდ. აბსოლუტურად ღიად განაცხადა, არა საცალფეხო ბილიკით შემოდის, არა სახელდახელოდ, საზღვრიდან უნდა შემოპარვა. [...] ქალბატონმა წულუკიანმა გუშინ ძალიან უკბილოდ, უზნეოდ და კნინობითად, დამცინავად თქვა, დედასთან ერთად მოდისო. დიახაც, საქართველოს ისტორიის ამ გარდამტეხ პერიოდში მშობლებთან ერთად ვიბრძვით — ვიღაცა დედასთან ერთად იბრძვის, ვიღაც მამასთან ერთად იბრძვის, ვიღაც დასთან და ძმასთან ერთად იბრძვის, იმიტომ რომ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები. [...] ადამიანი ამბობს, რომ არ მინდა, ვიყო დევნილობაში და საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების, თავისუფლების ხარჯზე მოვდივარო. თუ აპირებთ ჩემს დაკავებას უსამართლოდ, ვიყო, იქ სადაც გინდათ, რომ ვიყო, მაგრამ ვიქნები ქართველ ხალხთან ერთადო",- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, არავინ იცის, სად დასვამს საქართველოს ხელისუფლება თვითმფრინავს, რომლითაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S