„ქართულ ოცნებასთან“ და გახარიასთან თანამშრომლობა არის გამორიცხული"
29/09/2021 10:40:34 პოლიტიკა
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იგი „ქართულ ოცნებასთან“ და ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
მისი თქმით, თანამშრომლობა ტყუილს უნდა გამორიცხავდეს.
„მე ვუშვებ თანამშრომლობას ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ მატყუებს და არ იტყუება ზოგადად. ამის გამო ვარ ამ ადამიანებთან ერთად, ამის გამო მაქვს ურთიერთობა არამხოლოდ ნიკასთან და ელენესთან ერთად, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ეს იქნება „ევროპული საქართველო“ თუ „ლელო“. ჩემთვის კრიტერიუმი ეს არის, თანამშრომლობის შინაარსი არის ის, რაღაცაზე რომ ვთანხმდებით, ეს უნდა შესრულდეს, ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ, ამის გარეშე თანამშრომლობა არ მესმის. „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არის გამორიცხული, ისე, როგორც ჩემი აზრით, გახარიასთანაც. ეს ხალხი ჩვეულებრივი მატყუარები და „გადამგდებები“ არიან, ამის გამო შეუძლებელია, რამე თანამშრომლობაზე ფიქრიც კი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


